ანრი ოხანაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პარტიების ინტერესებზეა მორგებული და ორიენტირებული

ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არის პარტიების ინტერესებზე მორგებული და ორიენტირებული, ვისაც ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების სურვილი აქვს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატი არ აქვს, ამიტომ მოუწოდებს პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში და მხარი დაუჭირონ 5 პროცენტიანი ბარიერის 3 პროცენტამდე შემცირებას.

"ეს საარჩევნო ცვლილება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც გაფორმდა „ქართულ ოცნებას“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის და ეს შეთანხმება და მონაწილეობა გახსნილია ყველასთვის. მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდს არ აქვს მანდატების ის რაოდენობა, რომლითაც ჩვენ ამ ცვლილებას მივიღებთ. იმის მიუხედავად, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი მხარდაჭერა და ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორც პარტიისთვის ბარიერი იქნება სამი თუ ხუთი პროცენტი, ამიტომ ეს არის სხვა პარტიების ინტერესებზე მორგებული და ორიენტირებული, ვისაც აქვთ სურვილი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების. ამიტომ მათ ეს უნდა აღიქვან როგორც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ შევთანხმდეთ გარკვეულ საკითხებზე და დავაახლოვოთ საერთო ხედვა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების, ამიტომ მათ უნდა მოვუწოდოთ შემოვიდნენ პარლამენტში და ერთად დავუჭიროთ მხარი ამ ცვლილებას,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა