არჩილ თალაკვაძე - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მონაპოვარია, რომელიც ყველას გვაერთიანებს

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მონაპოვარია, რომელიც ყველას გვაერთიანებს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მოსახლეობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა. მისი თქმით, ავტოკეფალიის აღდგენის დღე უდიდესი წარმატება და მიღწევაა, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იღწვოდნენ და რომელიც კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის ღვაწლით დაგვირგვინდა.

“ჩვენს თანამოქალაქეებს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს და სასულიერო პირებს ვულოცავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ყველას გვაერთიანებს და გვაძლევს რწმენას, რომ ერთიანობით, გულწრფელი მოღვაწეობით და სამშობლოს სიყვარულით ყველაზე დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია. რწმენა, ერთიანობა და ღირებულებათა დაცვა არის ის რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება",-აცხადებს თალაკვაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა