ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია აბსურდია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აბსურდია.

პრემიერის თქმით, ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება,

თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი. აბსოლუტურად გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან აჟიოტაჟი. ეს არის აბსურდი და არავითარი სერიოზული კომენტარი ამაზე არ შეიძლება გავაკეთო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას ტოვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს