ირაკლი ღარიბაშვილი სენატში მოსმენაზე - ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის სენატში მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების სენატს, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად, ჯორჯ კენტს, გაკეთებული სამართლიანი შეფასებებისა და ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო ჩვენს რეგიონში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ასევე მინდა ვთქვა, რომ ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და დასრულდა აბსურდული ბრალდებები, სპეკულაციები და ცილისწამებები, რომელიც ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან გვესმოდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ, მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მოვემზადოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალსწინოთ, რომელიც აშშ-ს სენატის მხრიდან იყო. მინდა აღვნიშნო რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბორელის განცხადებები,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო