თურქეთის ელჩმა ბათუმის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნისას პროექტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა

საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, საქართველო მედეგი ქვეყანაა რეგიონში. მან ბათუმის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნისას მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველო მედეგი ქვეყანაა რეგიონში და ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი ბიზნესის ადგილია. ამ სიტყვებით მინდა მადლობა გადავუხადო TAV ჰოლდინგს, ინჟინრებს, მშენებლებს, ხალხს, რომლებიც მომავალში ამ პროექტის ფარგლებში იმუშავებენ, მიიღებენ სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეს ვხედავთ ისრაელიდან ჩამოსულ თვითმფრინავს, რაც იმას ცხადყოფს, რომ არა მხოლოდ რეგიონიდან, არამედ რეგიონის გარედანაც, ბათუმისკენ ხალხი მოემართება, საქართველოში მსახურობენ, ისვენებენ. მივესალმები ამ მნიშვნელოვან მიღწევას. ყველას ვულოცავ, ვინც ამ პროექტში წვლილი შეიტანა“,-განაცხადა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა