ნათია თურნავა - ორი თვით ადრე აანონსებენ აქციას, რაც იმას მიუთითებს, რომ რთულ მდგომარეობაში არიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, როდესაც ოპოზიცია აქციას ორი თვით ადრე აანონსებს, იმას მიუთითებს, რომ „რთულ მდგომარეობაში არიან“.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს დასავლელი მეგობრები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენი ყველა დასავლელი მეგობარი, აშშ, ევროკავშირი ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ უფრო პასუხისმგებლიანები იყვნენ, შევიდნენ პარლამენტში და საპარლამენტო ფორმატში გააგრძელონ საქმიანობა, რაც იქნება ერთადერთი, სწორი და ცივილიზებული საქციელი მათი მხრიდან. ეს მესიჯი არის ცალსახა. იმ ფონზე, რომ იფიქრონ პარლამენტში შესვლაზე და ამის ნაცვლად ორი თვით ადრე აანონსებენ საპროტესტო აქციას, მიუთითებს , რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ასეთი პრაქტიკა მე საერთოდ არ მახსენდება სადმე იყოს. როგორც ჩანს, რაღაცა უჭირთ, პრობლემები არის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსნებეთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 15 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციის გამართვა დააანონსეს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით