ნათია თურნავა - „ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი, თუ შემოგვემატება წევრები, არათუ ვინმე სხვაგან წავა

„ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი, აწი თუ შემოგვემატება წევრები, არათუ ვინმე სხვაგან წავა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა „ქართული ოცნების“ წევრები საქართველო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიან გუნდში გადავიდნენ.

როგორც თურნავა აცხადებს, ის ექსპრემიერის პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„მე არ ვიცი გიორგი გახარიას პოლიტიკური გეგმების შესახებ. მე არ ვიცი მისი განაცხადის შესახებ, თავად ძალიან მწირი ინფორმაცია გაახმოვანა. მსგავსი არაფერი უთქვამს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნებიდან“ ვინმე სადმე გადავა. „ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა, განვითარება, პერსპექტივა 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, მესამედ მოიგო დამაჯერებელად არჩევნები, რომელიც მთელმა მსოფლიომ სცნო როგორც დემოკრატიული და თავისუფალი. აქედან გამომდინარე, აწი თუ შემოგვემტება წევრები, არათუ ვინმე სხვაგან წავა“, - აცხადებს თურნავა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე