კახა ოქრიაშვილი - ჩვენი პარლამენტი და „ქართული ოცნება“ თოჯინების თეატრს ჰგავს - ყველას ძაფი აქვს მობმული, ვინც თოჯინა არ არის, პარლამენტში არ ზის!

ჩვენი პარლამენტი და „ქართული ოცნება“ თოჯინების თეატრს ჰგავს - ყველას ძაფი აქვს მობმული, ვინც თოჯინა არ არის, პარლამენტში არ ზის! - აღნიშნული შეფასებას პარტია „პროგრესი და თავიუსფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აკეთებს.

ოქრიაშვილი იმასაც ამბობს, რომ პოლიტიკა პარლამენტში არ კეთდება, პოლიტიკა კეთდება ქუჩაში, მოსახლეობის მიერ.

„დღეს პოლიტიკურ სპექტრს სამ ნაწილად დავყოფდი: „ქართული ოცნება“, ოპოზიცია და ფსევდო-ოპოზიცია. რეალური ოპოზიცია დღეს პარლამენტში არ არის. ფსევდო-ოპოზიცია კი არის ის ოთხი ადამიანი, ვინც ადრე „პატრიოტთა ალიანსში“ იყო, მერე თქვეს, მანდატები ვიყიდეთო და „ევროპელი სოციალისტები“ დაირქვეს, ასევე, „ოცნების“ ნაწილია პარტია „მოქალაქეები“. ახლა „გირჩის“ ე.წ. განაყარის ასარჩევია, საით ჩაეწერებიან საბოლოოდ“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ოქრიაშვილის თქმით, ოპოზიციას აქვს ორი ძირითადი მოთხოვნა - ახალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს, აშშ-ს სენატში ყველა იმაზე საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყნის დიდი პრობლემაა.

„ოცნებამ“ ამერიკის სენატიდან გაიგო, რომ ქვეყანაში არსებობს ღრმა პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, არამარტო პოლიტიკური, არამედ უკვე რვა წელია, ვიმყოფებით კიდევ უფრო უარეს ეკონომიკურ კრიზისში, რაც იმით არის გამოწვეული, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს ქვეყანას - თოჯინები ქვეყანას ვერ მართავენ!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა