კახა ოქრიაშვილი - იმედი მაქვს, გიორგი გახარია არავის პროექტი არ იქნება და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე

იმედი მაქვს, გიორგი გახარია არავის პროექტი არ იქნება და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე - “პროექტები“ ისედაც ძალიან ბევრია, ზოგი უკვე პარლამენტში ზის, ზოგი ახლა ემზადება პარლამენტში შესასვლელად, - ამის შესახებ პარტია “პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

ოქრიაშვილი გახარიას მოსალოდნელ პოლიტიკურ გააქტიურებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ “საქართველოში უკვე არსებობს მესამე ძალაც, მეოთხეც და მეხუთეც და ბევრი პოლიტიკური პარტიაა ქვეყანაში, რომელიც 3%-იან ბარიერს გადასცდა“.

“შეიძლება დღეს ისინი სუსტები არიან, რადგან 3% აიღეს, მაგრამ ხვალ შესაძლოა, უფრო ძლიერ ძალად მოგვევლინონ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან უნდა აირჩიოს, სად იქნება მისი პარტია, თუკი ასეთს შექმნის. თუ გახარია დაფიქსირდება როგორც ოპოზიციური მოთამაშე და ოპოზიციური ძალა, ეს სხვა საკითხია. ხოლო, თუ ის “ქართული ოცნების“ მოკავშირე იქნება, ეს უკვე სულ სხვა მოცემულობაა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმედი მაქვს, გიორგი გახარია არავის პროექტი არ იქნება და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე. მეტიც, იმედია, საქართველოს პოლიტიკაში არც ერთი პოლიტიკური ძალა არ იქნება ვინმეს პროექტი. “პროექტები“ ისედაც ძალიან ბევრია, ზოგი უკვე პარლამენტში ზის, ზოგი კი ახლა ემზადება პარლამენტში შესასვლელად და ეს ყველა ერთად ბიძინა ივანიშვილის პროექტია“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა