„თიბისი დაზღვევა“ მომხმარებლებს REDMED-ის უფასო ვიდეოკონსულტაციას სთავაზობს

თიბისი დაზღვევა ცხოვრების გასამარტივებლად თავის მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. „თიბისის“ ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, REDMED-ის პედიატრიულ კლინიკაში ექიმის ვიდეოკონსულტაციით უფასოდ ისარგებლონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, პედიატრის ვიდეოკონსულტაცია ხელმისაწვდომია კვირის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში.

„კონსულტაციიდან ერთი კვირის განმავლობაში, ექიმთან განმეორებით დაკავშირება თანხის დამატების გარეშეა შესაძლებელი.

ისარგებლე პედიატრიული სერვისით, თუ:

  • გჭირდება ექიმის რჩევა;
  • გაქვს კითხვა ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით;
  • გჭირდება კვალიფიციური ექიმის რჩევა ახალშობილის მოვლის შესახებ;
  • გსურს შეაფასო და გააუმჯობესო ბავშვის კვება;
  • გსურს ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება;
  • გჭირდება სახლიდან გაუსვლელად, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაესაუბრო ექიმს;
  • ეძებ სანდო სპეციალისტს და უპირატესობას ანიჭებ მომხმარებლების შეფასებების გამჭვირვალობას.

სასურველ პედიატრთან ვიდეოკონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია REDMED-ის აპლიკაციისა და ვებგვერდის საშუალებით.

თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობ REDMED-ის მომსახურებით, გადმოწერე აპი: https://bit.ly/3roeZo2 “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო