ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძის თანამდებობიდან გადადგომას ეხმიანება.
„სამწუხაროა, რომ ნატა საბანაძემ თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. ბრიუსელში 8-წლიანი მუშაობის დროს ბევრი რამ გააკეთეთ საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებისთვის. თქვენზე უკეთ არავინ იცის, როგორი რთული ამოცანა იყო ეს, მაგრამ თქვენი ენთუზიაზმითა და საქმისადმი ერთგულებით მოხდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება და ვიზალიბერალიზაცია“, - წერს პოლონელი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ინფორმაციისთვის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების თაობაზე 21 მარტს სოციალურ ქსელში დაწერა.