ანა დოლიძე ვაშლიჯვრის ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გამოიკითხა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გამოიკითხა.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, მან სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათგან სწრაფირეაგირების მოლოდინშია.

„ორი დღის წინ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის ფერდობზე გაჩენილ ნაპრალთან დაკავშირებით ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან მქონდა შეხვედრა. ისინი თბილისის მერიისგან დახმარებას და პასუხს ითხოვენ, თუ რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ არსებულ ვითარებაში. შეხვედრა მიმდინარეობდა მშვიდობიანად, თუმცა მოულოდნელად გამოჩნდა პროვოკატორი, რომელმაც მე და მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა და ფაქტობრივად, შეხვედრა ჩაშალა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პოლიციას მივეცი ჩვენება. იმედი მაქვს, ისინი ბოლომდე გამოიძიებენ ამ ფაქტს და დასჯიან დამნაშავეს. მსგავსი ხელწერა მე ვნახე არჩევნების დროს, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრებისას ჩნდებოდნენ პროვოკატორები, ქუჩის ბიჭები. თუ მოინდომებს პოლიცია ამ ადამიანს მარტივად გამოავლენს, თუ არადა კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ეს არის ხელისუფლების ტაქტიკა - მსგავსი პროვოკაციული მეთოდებით ჩაშალონ ოპოზიციონერების შეხვედრები“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ინფორმაციას მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა