არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია მხოლოდ ორი არჩევანის წინაშე დარჩა - შევიდეს პარლამენტში ან ბოლომდე გამარგინალდეს

პოლიტიკური კანონზომიერება გულისხმობს, რომ პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ თავის ლეგიტიმურ ადგილზე, თავისი მხარდამჭერების ლეგიტიმურ არჩევანსა და ნდობაზე, ამ ადგილს, როგორც წესი, იკავებენ სხვები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიციას ორი არჩევანი აქვს ან შევიდეს პარლამენტში ან დარჩეს მარგინალურ ველში.

„სამწუხაროდ, დღეს ოპოზიცია მხოლოდ ორი არჩევანის წინაშე დარჩა: 1. ეს არის შევიდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში, შეასრულოს ის დაკვეთა, რომელიც მისმა ამომრჩეველმა მისცა, პატივი სცეს მოქალაქეების არჩევანს. 2. ბოლომდე გამარგინალდეს და დარჩეს პოლიტიკის მარგინალურ ველში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კანონზომიერება იმასაც გულისხმობს, რომ პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ თავის ლეგიტიმურ ადგილზე და თავისი მხარდამჭერების ლეგიტიმურ არჩევანსა და ნდობაზე, ამ ადგილს, როგორც წესი, იკავებენ სხვები.

საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა და თუნდაც, კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე, როგორიცაა მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ძალადობრივი შეტევა, ეს საქართველოს დემოკრატიის წისქვილზე, რა თქმა უნდა, წყალს არ ასხამს, ეს ის არის, სადაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვეთანხმებით, რომ ოპოზიცია არ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მოიქცა. სენატში მოწოდებები პირდაპირ იქნა გაკეთებული, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს. ამაზე ზუსტი და მიზანმიმართული განცხადება შეუძლებელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთოს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, როგორია შექმნილ კრიზისზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობის თანაფარდობა, თალაკვაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციისგან განსხვავებით საკუთარი პასუხისმგებლობა აღებული აქვს.

„პოლიტიკური მათემატიკა ცოტა სხვას გვეუბნება - პასუხისმგებლობის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 90%-10%-ზე განაწილება, არ არის ის დემოკრატიული განაწილება, რომლისკენაც ჩვენ გვინდა საქართველოს პოლიტიკური სისტემა განვითარდეს. თანაფარდობა არის შემდეგი - საქართველოს პარლამენტში ჩვენმა მოქალაქეებმა 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ მიანიჭეს, ხოლო 60 მანდატი - ოპოზიციას. შესაბამისად, განაწილებაც ასეთია, მთავარ პოლიტიკურ ორგანოში. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობა სრულად გვაქვს აღებული და წარმოდგენილები ვართ პარლამენტში. ოპოზიციის 35%-ზე მეტი წარმომადგენელი კი ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი პარლამენტში. შესაბამისად, თქვენ მარტივად შეგიძლიათ გამოთვალოთ, ვის რამდენი პასუხისმგებლობა აქვს და ვინ როგორ ასრულებს ამ პასუხისმგებლობას.

ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ხელოვნური კრიზისის მთავარი მიზეზი გახლავთ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომელმაც ერთგვარი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის ქვეშ შეძლო დაებლოკა ოპოზიციისთვის პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა. დღემდე ეს პოლიტიკური ჯგუფები განაგრძობენ ამ ხელოვნური კრიზისის მხარდაჭერას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი არათუ მოგვარდეს, გაღრმავდეს. სწორედ აქ არის პასუხისმგებლობა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა