არჩილ თალაკვაძე - როცა 2 თვის მერე აანონსებ საპროტესტო აქციას, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას და მის დესტრუქციულ გეგმას არ აქვს მხარდაჭერა - ეს დესტრუქციული გეგმა პრაქტიკულად გაკოტრებულია

რეალურად ოპოზიციას აწუხებს ორი საკითხი: როგორმე მიაღწიონ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და მეორე - მათ სურთ პოლიტიკურად გაათავისუფლონ პატიმრობიდან ნიკა მელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ განმარტა, მმართველი გუნდის პრინციპული პოზიციაა, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს.

ნიკა მელიას დაპირისპირება სახელმწიფოსთან და კანონებთან პოლიტიკურ აქტი იყო. მან განაცხადა, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერც დამაპატიმრებთო. თავის მხარდამჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ კანონი არსებობს თქვენთვის, მაგრამ მე კანონზე მაღლა ვარ და კანონის სხვანაირი გაგება შეიძლება ჩემს შემთხვევაშიო. ამ დროს, მართლმსაჯულებამ და სახელმწიფომ შეახსენა ნიკა მელიას, რომ ამ ქვეყანაში კანონიც არსებობს და მართლმსაჯულებაც. ჩვენი პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ ნიკა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. დღესდღეობით ყველაზე მარტივი გზა, რომ ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან გახლავთ გირაოს გადახდა. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე. მისი შეფასებით, „ორი თვის შემდეგ დაანონსებული აქცია პირდაპირ ნიშნავს, რომ ოპოზიციას და მის დესტრუქციულ გეგმას მხარდაჭერა არ აქვს“.

„ოპოზიციამ დააანონსა საპროტესტო აქციები დღეიდან 2 თვის შემდეგ, რაც თავისთავად ძალიან უცნაურია და ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ოპოზიციის ამ რადიკალურმა დღის წესრიგმა დაკარგა მხარდაჭერა. მისი მხარდამჭერებიც კი არ ეთანხმებიან ოპოზიციის იმ დესტრუქციულ გეგმას, რომლის ნაწილიც არის ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში დაყენება და მცდლობა, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ვინმემ რამე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში. ამაზეც გაკეთდა განცხადებები როგორც ევროპარლამენტში, ისე სენატში და ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას, რომ პარლამენტის გარეთ მათ დემოკრატიის პროცესი ვერ წარმოუდგენიათ და ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში. როდესაც ორი თვის მერე აანონსებ საპროტესტო აქციას, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ოპოზიციას და მის დესტრუქციულ გეგმას არ აქვს მხარდაჭერა. ეს დესტრუქციული გეგმა პრაქტიკულად გაკოტრებულია და თავისუფლად შეიძლება ითქვას ის, რომ ოპოზიციას აქვს ორად ორი არჩევანი. შევიდეს პარლამენტში და მიიღოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა ან დარჩეს მარგინალურ ველში და ბოლომდე გავიდეს დემოკრატიული სივრციდან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა