არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ პოზიციებს არც მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში გადახედავს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და არც ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს არ განიხილავს.

შესაბამისი პასუხი გასცა თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შეკითხვას, მივა თუ არა მმართველი გუნდი შეცვლილი პოზიციებით იმ შეხვედრებზე, რომლებიც კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან განახლდება.

როგორც თალაკვაძემ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა, ხელისუფლება არ აპირებს, საკუთარი მხარდამჭერების არჩევანი გადაყაროს და ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნას დაეთანხმოს.

„ჩვენ, ქართული ოცნება“ არ ვაპირებთ, რომ ზურგი შევაქციოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მხარდამჭერების არჩევანს იმ არჩევნებში, რომელშიც გავიმარჯვეთ. ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ამ მოლაპარაკებებში, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, ვინაიდან, ამის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციას კონსტრუქციული წინადადება შევთავაზეთ, როდესაც ვუთხარით, მოდით, შევქმნათ პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ეს არჩევნები შევაფასოთ, ერთად გამოვიძიოთ, ერთად გადავამოწმოთ პრეტენზიები. თუ იქნება სისტემური გაყალბების ნიშნები და გადახრა, მხოლოდ მაშინ განვიხილოთ უკვე თქვენი მოთხოვნა - მათ ამაზე უარი თქვეს. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მხარდამჭერების არჩევანი გადავყაროთ და ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნას დავეთანხმოთ, ეს ცალსახაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხენა ნიკა მელიას, თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი რჩება პოზიციაზე, რომ მელიას გათავისუფლება მის მიერ გირაოს გადახდის გზით უნდა მოხდეს.

ნიკა მელიას დაპირისპირება სახელმწიფოსთან და კანონებთან პოლიტიკური აქტი იყო. მან განაცხადა, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერც დამაპატიმრებთო. თავის მხარდამჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ კანონი არსებობს თქვენთვის, მაგრამ მე კანონზე მაღლა ვარ და კანონის სხვანაირი გაგება შეიძლება ჩემს შემთხვევაშიო. ამ დროს, მართლმსაჯულებამ და სახელმწიფომ შეახსენა ნიკა მელიას, რომ ამ ქვეყანაში კანონიც არსებობს და მართლმსაჯულებაც. ჩვენი პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ ნიკა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. დღესდღეობით ყველაზე მარტივი გზა, რომ ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გახლავთ გირაოს გადახდა. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა