არჩილ თალაკვაძე უსაფუძვლოს უწოდებს ვარაუდს, რომ "გიორგი გახარიას გუნდის წევრმა დეპუტატებმა" შესაძლოა უმრავლესობა დატოვონ და ამით პარლამენტში კრიზისი შეიქმნას

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იმ დეპუტატებმა დატოვონ, რომლებიც გიორგი გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან.

შესაბამისი განცხადება თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა, რითაც არსებულ მოსაზრებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიამ უმრავლესობიდან გუნდის საკუთარი წევრების გაყვანით შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი შექმნას, რის შემდეგაც ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა. შესაბამისად, მედიაში ასეთი საუბარი საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამ განცხადებიდან გამომდინარე, საკითხზე კომენტარის გაკეთება მისი მხრიდან არასერიოზული იქნება.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც მედიით მოვისმინე, ამასთან დაკავშირებით ახლა მექნება ერთადერთი კომენტარი და შეფასება, ვნახოთ, კონკრეტულად რა გეგმა აქვს მას, რა პარტიას ქმნის, რა პლატფორმას აყალიბებს, ვისთან აპირებს თანამშრომლობას ამ პოლიტიკურ სპექტრში და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები. ვფიქრობ, მხოლოდ იმ განცხადებით, რაც მან გააკეთა, ჩემი მხრიდან შეფასების გაკეთება სერიოზული არ იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო