ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, პანდემიის დაწყებიდან, ვირუსის გავრცელების შეკავების მიმართულებით გადადგმულ ღონისძიებებზე, ხაზი გაუსვა რა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის დახმარება ჯანდაცვას სფეროში, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა დროულად ჰქონოდა წვდომა ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელ აღჭურვილობაზე.

„შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებს. გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ადამიანური კაპიტალის სფეროში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დონორია. როგორც აღინიშნა, ამ მიმართულებით დაგეგმილია ახალი, გრძელვადიანი რეფორმის წამოწყება, რომელშიც, შესაძლოა, ჩაერთონ სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც.

შეხვედრის დასასრულს, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი პარტნიორები კვლავ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს