ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის ზურაბ ბერიკაშვილის ადმინისტრაციის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შედგა და მასში ამავე ადმინისტრაციის სხვადასხვა კომიტეტის წევრებიც - სულ 200-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

როგორც სტუდენტური პარლამენტის ერთ-ერთი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ბერიკაშვილმა განაცხადა, ახალგაზრდების მხრიდან დიდი იყო ინტერესი პარლამენტის წევრ ზაზა ლომინაძესთან, პროფესიით მედიკოსთან და გამოცდილ სპეციალისტთან შეხვედრისა კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში და, ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო. მათი კითხვების უმრავლესობაც, ბუნებრივია, ამ საკითხს ეხებოდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა ძირითადად დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა, ახალგაზრდები ასევე დაინტერესდნენ საპარლამენტო საქმიანობით და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციით.

„ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ. მთავარი დაინტერესება მაინც იყო კოვიდ ინფექციასთან, კარანტინის დროებთან დაკავშირებით როგორი იქნება პერსპექტივა, როგორია აცრის შემდგომი მდგომარეობა, ბევრი და მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვები დასვეს ახალგაზრდებმა. გარდა ამისა, საუბარი იყო საპარლამენტო მუშაობაზე, იმაზე თუ რას აკეთებს დღეს საქართველოს პარლამენტი, რას აკეთებენ ახალგაზრდები თავის მხრივ და როგორი უნდა იყოს ახალგაზრდების და დღევანდელი პარლამენტის წევრების თანამშრომლობა საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და მომავლისთვის. სტუდენტებს მცირე პრეზენტაციაც წარვუდგინე - ჩემი ხედვა ახალგაზრდების დღევანდელობაზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და იყვნენ წარმატებულები მომავალში. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ისე ჩვენთვისაც - პარლამენტარებისთვის და, ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოსთვის", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა ლომინაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს