მაია ბითაძემ გაეროს გლობალური შეთანხმების სათავო ოფისის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და გაეროს გლობალური შეთანხმების სათავო ოფისის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში - Making Global Goals Local Business – Georgia მონაწილეობა მიიღო.

პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.

მათივე ცნობით, მაია ბითაძემ ისაუბრა გარემოსდაცვით სფეროში მიღწეულ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო და მმართველობით რეფორმებზე.

ბითაძის განცხადებით, „ათწლეულების განმავლობაში დერეგულირებული პროცესის შემდგომ 2014 წელს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, დაიწყო გარდამტეხი ეტაპი ახალი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავებისა და არსებულის დახვეწის კუთხით.

„კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონი, ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი''; ახალი ,,ტყის კოდექსი''; ,,ნარჩენების მართვის კოდექსი''; „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ" საქართველოს კანონი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონები ნერგავენ ამ სფეროების მართვის ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს და უზრუნველყოფენ ქვეყნის მდგრად განვითარებას", - განაცხადა ბითაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა დაგეგმილ საკანონმდებლო რეფორმებზე და აღნიშნა, რომ კომიტეტი სრულად აცნობიერებს, რომ მხოლოდ ახალი საკანონმდებლო ბაზა არ არის საკმარისი და აუცილებელია მათი ეფექტიანი აღსრულება, ამისათვის კომიტეტმა შეიმუშავა 6 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ასოცირების შეთანხმებასთან, მდგრადი განვითარების მიზნებთან და პარტია „ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო პროგრამასთან.

მაია ბითაძემ კონფერენციის მონაწილეებს კომიტეტის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმების მთავარი მიზანი ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის დანერგვაა, რაც გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად შემქნის ბევრ ეგრეთ წოდებულ „მწვანე სამუშაოს" და უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ხუთი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, თურქეთი და ბელარუსი) სახელმწიფოს, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს