იაგო ხვიჩია - თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება მერე რუსები მოვიდნენ

თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, მერე შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად და ასეთი გიჟობები მოხდეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი" ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების კონტექსტში აღნიშნა, პროცესში ქვეყნის პარტნიორების მეტი ძალისხმევაა საჭირო.

როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, მოლაპარაკებების კუთხით, პარტნიორებმა უნდა შეცვალონ ტაქტიკა. ხვიჩიას თქმით, მათ უნდა ჰქონდეთ, ე.წ. განაჩენის უფლება.

„მინიმუმ იმას მაინც ველოდები, რომ ეს ადამიანი (დანიელსონი) დარწმუნდა, ის 64 საათი როგორც გაატარა, ისე აღარ უნდა გაატაროს. პირველი ნაწილი იყო მორიგების მცდელობის ნაწილი, 64 საათი კაცმა ისაუბრა, ოღონდ ამათთან რამე გამოსვლოდა. მეორე ნაწილი უნდა იყოს სამოსამართლეო ნაწილი, როდესაც ამან ვერ გაჭრა შენ უნდა გქონდეს გადაწყვეტილების, განაჩენის გამოტანის უფლება და მე მინდა, რომ ჩვენმა მეგობრებმა ამის უფლება მისცენ თავს იმიტომ, რომ ამ დროს გამოჩნდება, რომელი არ ეთანხმება ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ ამ ადამიანებს და მოვუწოდოთ, რომ მოდით და დაგვალაგეთ იმიტომ, რომ თუ ახლა ევროპელებმა არ დაგვალაგეს მერე შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად ან ასეთი გიჟობები მოხდეს. ამიტომ კარგი იქნება თუ მეტ ძალისხმევას შეიტანენ ჩვენი მეგობრები ამ პროცესში. ვთხოვთ კიდეც ამას, როცა საშუალება მოგვეცემა, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მთავარია, რომ კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებების პროცესში მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ.

“საინტერესო პროცესები გველის წინ, ჩვენ მარტივად ხელს არ ჩავიქნევთ ამ პროცესში. მე ვიცი, რომ ზოგადად ყველა პარტიასთან სხვადასხვა დოზის კომუნიკაცია სულ არსებობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც არსებობს. თქვენ იცით მე და მდინარაძეს რამდენი საათი გვაქვს გატარებული, მაგრამ ჯერჯერობით ესეც უშედეგოდ. მაგრამ ბატონ დანიელსონს ვერ შევედრებით 64 საათი ნამეტანია. მე ვფიქრობ, რომ მთავარია, ჩვენ მივიდეთ რაღაც ტიპის შეთანხმებამდე და კიდევ ავიტანთ 64 საათს, ყველა მზადაა ამისთვის“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს