თამარ არჩუაძე - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო

პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიციები 14 მლნ დოლარიდან 17 მლნ-მდე გაზარდა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა,- ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

თამარ არჩუაძის თქმით, გაფართოების სამუშაოები თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ უმოკლეს ვადებში დაასრულა და დღეს უკვე ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო. წლიურად კი ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა და 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება.

თამარ არჩუაძემ იმედი გამოთქვა, რომ ავიაკომპანიების რიცხვი ბათუმის აეროპორტში სულ უფრო მზარდი გახდება.

,,2007 წლიდან პანდემიამდე ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანიების რიცხვი 5-ჯერ გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ განახლებული აეროპორტით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დაინტერესდება, რაც საშუალებას მოგვცემს აჭარის რეგიონს მეტი ტურისტი ეწვიოს“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა როგორც მოფრენის, ისე გაფრენის მხარეს; ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სარეგისტრაციო დახლები, საზღვრის დაცვის ჯიხურები, დუთი ფრის ზონა, ბიზნეს ლაუნჯი და აეროპორტის მანქანების სადგომი;

აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარებით აღჭურვილი კვების ობიექტები და გაფრენის ზონაში 2 ავტობუსის გასასვლელი; მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა