სოზარ სუბარი - ოპოზიციას ვაფრთხილებ, 2024 წლამდე მათი ადგილი პოლიტიკაში არ დარჩება, თუ ახლა პარლამენტში არ შემოვლენ - ქუჩაში დარჩებიან, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა

მართლა ვეუბნები ოპოზიციას, 2024 წლამდე მათი ადგილი ამ პოლიტიკაში არ დარჩება, თუ ახლა პარლამენტში არ შემოვლენ იმიტომ, რომ ქუჩაში დარჩებიან , -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა და ოპოზიციური ველი მოსუფთავდება.

„ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ნაბიჯია გადადგმული. ჩვენ მზად ვართ ვადამდელი არჩევნებისთვის, თუ არჩევნები გაყალბდა. თუ არ გაყალბდა, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მთავრობა ფუნქციონირებდეს, ვიღაცას შედეგი არ მოსწონდეს, ამის გამო არჩევნები ტარდებოდეს. მართლა ვეუბნები ოპოზიციას, კიდევ ერთხელ მივმართავ, 2024 წლამდე მათი ადგილი ამ პოლიტიკაში არ დარჩება, თუ ახლა პარლამენტში არ შემოვლენ იმიტომ, რომ ქუჩაში დარჩებიან. მათ ადგილს სხვები დაიკავებენ, მე მათ ვაფრთხილებ“,-მიმართა სუბარმა ოპოზიციას.

მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს მედიატორი და საქართველოს მეგობრების ჩართულობა, არამედ უნდათ, იდგნენ „ქუჩაში, იყვირონ და სასტვენებით უსტვინონ“.

„თუკი ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, უბრალოდ, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა, ოპოზიციური ველი მოსუფთავდება და ახალი ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდებიან, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. კარგი იქნება, ეს გაითავისოს და გაითვალისწინოს ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა, მათმა მხარდამჭერებმაც და მთლიანად პარტიებმა. თუმცა, მხარდამჭერებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, მათ ეს გათავისებული აქვთ, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა“,-განაცხადა სუბარმა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების გაყალბებაზე ეჭვი რომ ჰქონდეს ადამიანებს, მაშინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე „ქუჩაში არა 300 კაცი, არამედ 300 000 იქნებოდა“.

„არანაირი ჩიხი არ არსებობს, ეს არის კრიზისის შექმნის მცდელობა“,- განაცხადა სუბარმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს