ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული ზონის გასამაგრებლად, დამცავი კედელი ეწყობა

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონის გასამაგრებლად დამცავი კედელი ეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ბაგები-წყნეთის მონაკვეთზე დღეს დილით მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესის დაგეგმვა. სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. გეგმა არის შემდეგი, რომ ჩამოშლილი მიწის მასის გატანა მოხდეს და ადგილზე სპეციალური კედელი მოეწყოს, ვინაიდან მომავალში, უშუალოდ ამ მონაკვეთზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაქსიმალური გარანტია გვქონდეს", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, გამზადებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები დაიწყება და რომელიც უფრო მასშტაბური იქნება.

"ეს კედელი კეთდება იმისთვის, რომ მიწის მასის ჩამოშლის შემთხვევაში, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. როგორც ვიცით, არა მარტო ამ ადგილზე, არამედ მიმდებარე ფერდებზე, კონკრეტულად, ბაგები-წყნეთის მონაკვეთზე პერიოდულად ხასიათდება მიწის ჩამოშლა. დედაქალაქის მერიას მიმდებარე ფერდთან დაკავშირებით დეტალური პროექტები გამზადებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მეორე რიგის სამუშაოს, რომელიც მასშტაბიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო დიდი იქნება, თუმცა ამ სამუშაოების დაწყებამდე აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს", - განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.

შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტს 21:00 საათიდან, 26 მარტის დილის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.

თბილისის მერიის ცნობით აღნიშნულ ტერიტორიაზე, წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოები ტარდება და ფერდის დამცავი დროებითი კედელი ეწყობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო