დავით მელუამ ICMA-ს საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქის მენეჯერთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო რეგიონულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც პანდემიის დროს გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ქვეყნებს შორის კარგი პრაქტიკის გაზიარებაზე მსჯელობას დაეთმო, რამდენიმე სესიად დაიყო და მასში სხვადასხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველობების ასოციაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

„დავით მელუამ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია - ,,ეკონომიკის აღდგენა COVID 19 პანდემიის ვითარებაში” წარუდგინა და იმ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საქართველოს მუნიციპალიტეტებში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ხორციელდება.

ათეა-ს წარმომადგენელმა ასევე, დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ პერიოდში არსებულ გამოწვევებზე და პანდემიის პირობებში მუნიციპალიტეტების მიერ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განსაზღვრულ პრიორიტეტებს გაუსვა ხაზი.

დავით მელუასთან ერთად, ევროპულ - აფრიკულ გლობალურ სესიაზე, ასევე, პრეზენტაციები წარადგინეს დანიისა და უკრაინის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, რის შემდეგაც, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ICMA ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც ევროპისა და აზიის ასოციაციებს აერთიანებს და სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ათეა-მ და ICMA-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც გამოცდილების გაზიარების მიზნით, თვითმმართველობებს შორის გაცვლით პროგრამებს, სასწავლო ვიზიტებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა