შალვა პაპუაშვილი - მედიაციის პროცესი შედეგიანი იქნება თუ არა, ჩვენ მაინც ამ პროცესიდან გამოვიყვანთ ქვეყნისთვის საუკეთესოს

მედიაციის პროცესი შედეგიანი იქნება თუ არა, ჩვენ მაინც ამ პროცესიდან გამოვიყვანთ საუკეთესოს ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან კრისტიან დანიელსონის საქართველოშო დაანონსებულ ვიზიტისა და მოლაპარაკებების განახლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება" როგორც ფასილიტაციის, ასევე მედიაციის პროცესში განხილულ საკითხებს სერიოზულად აღიქვამს და ამ მიმართულებით ახორციელებს საკანონმდებლო ცვლილებებს.

"როგორც ოფიციალურად განაცხადეს, კრისტიან დანელსონი კვირის ბოლოს ჩამოვა, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამ მოლაპარაკებებში, მე პირადად მაქვს მხოლოდ ერთი მხარის - "ქართული ოცნების" იმედი და ეს იმედი არის გამყარებული ჩვენი ქმედებითაც. ვფიქრობ, ჩვენს მოსახლეობასაც ამ მოლაპარაკებებში "ქართული ოცნების" იმედი აქვს. ფასილიტაციის პროცესი მართალია, უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად, იქ განხილული საკითხები სერიოზულად აღვიქვით და საარჩევნო რეფორმას ვატარებთ. მართალია, მედიაციის პირველი ეტაპიც უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ იქ განხილული საკითხებიც სერიოზულად აღვიქვით და გუშინწინ ინიცირება მოვახდინეთ უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შერჩევის წესში ცვლილებების,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა