კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულები ცნობილია

„ათასწლეულის ფონდის“ ორგანიზებით ყოველწლიური კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ათასწლეულის ფონდი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსის მიზანია გაერო-ს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვა ქვეყანაში და იმ კომპანიების წახალისებაა, რომლებიც წარმატებით ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის კორპორაციულ კულტურას.

„კრისტალი“, „ჯეპრა“ და „აჭარა ჯგუფი“ - ეს ის სამი კომპანიაა, ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებულები გახდნენ.

ჯილდო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივას ეფუძნება. კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე. კონკურსის პარტნიორები არიან: ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

როგორც „ათასწლეულის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე აღნიშნავს, კონკურსის შეფასებისას კომისია გამოავლენს ისეთ კომპანიებს, რომლებიც ახალ ინიციატივებს ახორციელებენ გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ნერგავენ გენდერული თანასწორობის პრინციპებს სამუშაო ადგილებზე და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს ქალ თანამშრომლებს სთავაზობენ.

დაჯილდოების ცერემონიას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა. რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსადმი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით.

„გენდერული თანასწორობა არის პრიორიტეტი ასევე, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის და უფრო მეტი გაკეთდება დიდი შვიდეულის ქვეყნებისა და გაეროს ეგიდით ამ კუთხით მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, სადაც ძალიან აქტიური ქალები მოღვაწეობენ“, - განაცხადა ელჩმა.

ქალებს, სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებისა თუ ოჯახში შესრულებული სამუშაოს ხარჯზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. თუმცა, დისკრიმინაციული მიდგომების გამო, მათზე ხშირად, უფრო მეტად აისახება ეკონომიკური სიდუხჭირე.

პრობლემის არსსა და თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების შექმნის აუცილებლობაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ ისაუბრა.

„მსგავსი კონკურსები გვეხმარება გამოვავლინოთ თუ რამდენი საინტერესო ინიციატივა არსებობს კომპანიებში, რომელთა გამოცდილების გამოყენებაც შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციაში, რათა ქალებისათვის ბევრად უფრო სახარბიელო და თანასწორი დასაქმების შესაძლებლობები შეიქმნას ქვეყანაში“, - აღნიშნა კახაბერ კუჭავამ.

„ათასწლეულის ფონდმ“ა კონკურს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ საფუძველი 2016 წელს ჩაუყარა, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ ჩამოყალიბებული ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზებას საქართველოში. ბოლო ოთხი წლის მანძილზე, კონკურსში 200-მდე კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული. გამარჯვებულ კომპანიებს შორის არიან ბანკები, უნივერსიტეტები, სადაზღვევო და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, სასტუმრო და სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები და ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა