„თიბისის“ და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

„თიბისისა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითად „თიბისის“ ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიხედვით, „თიბისი“ და ეროვნული ბიბლიოთეკა ახალგაზრდებში განათლების გავრცელებისა და შემეცნების პოპულარიზაციის საკითხებზე ითანამშრომლებენ და ამ მიმართულებით ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წვლილი შევიტანოთ ახალ თაობაში განათლების გავრცელების საქმეში. თიბისი არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია და სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როდესაც მომავალ თაობებს მხარს ვუჭერთ,“ - განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

უკვე მეოთხე წელია ეროვნული ბიბლიოთეკა ელექტრონული წიგნების სახლ „საბასთან“ და თიბისისთან ერთად ლიტარატურულ კონკურსს „წიგნიერს“ ახორციელებს. კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეებს შორის წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. „თიბისის“ და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობა ამ მიმართულებით წელსაც გაგრძელდება.

“ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თიბისის შორის მეგობრობა 2015 წელს დაიწყო, როცა თიბისის მხარდაჭერით ბიბლიოთეკაში ემიგრაციის დარბაზი გაიხსნა. ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის დღემდე უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში „თიბისის“ დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა. 2020 წლის აგვისტოში კი, „თიბისის“ მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის, ისტორიკოს გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა