საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხულოში პროექტ "მოხალისეს" პრეზენტაცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ხულოში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამსახურის პროექტის "მოხალისეს" პრეზენტაცია გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის შენობაში გამართულ ღონისძიებაზე პროექტის შინაარსი, არსებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები დეტალურად განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალებისა და მოხალისეთა მართვის სამმართველოს წარმომადგენლები. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. „მოხალისე“ საზოგადოებრივი პროექტია, რომელიც სტიქიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის პროცესებში მოხალისეთა ჩართულობას უზრუნველყოფს. პროექტის გახორციელება სამსახურმა 2019 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დაიწყო და დღეს უკვე მოხალისეთა საერთო რაოდენობა 235-ს შეადგენს. საპილოტე ვერსიის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო განყოფილებისგან 90 კმ მანძილით დაშორებულ მოხეს მაღალმთიან თემს სახანძრო-სამაშველო მანქანა გადაეცა, რამაც თემში გაჩენილ ხანძარზე პირველადი რეაგირების დრო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. უახლოეს მომავალში ანალოგიური პრაქტიკის დანერგვა ხულოს და აჭარის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება. რეგიონში გაიმართება შეხვედრები მოსახლეობასთან და შერჩეული მოხალისეები გაივლიან სპეციალურ სწავლებას. მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება მოხალისეებისთვის ორი სპეციალური ავტომობილის გადაცემა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო