გიგი წერეთელი - დარწმუნებული ვარ, დანიელსონი საქართველოში უიმედობის განცდით არ ჩამოვა, როგორც ჩანს, გარკვეული შეთავაზებები მასაც აქვს

„ძალიან დადებითად ვუყურებთ იმას, რომ კრისტიან დანიელსონი ჩამოდის. დარწმუნებული ვარ, ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში უიმედობის განცდით. როგორც ჩანს, გარკვეული შეთავაზებები მასაც აქვს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა კრისტიან დანიელსონის განმეორებით ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

წერეთლის თქმით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგება, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება.

„ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც დგას მთელი ეს პროცესი და რომლის გადაწყვეტაზეცაა დამოკიდებული განიმუხტება თუ არა პოლიტიკური კრიზისი, თუ „ოცნების“ ლიდერები თავიდანვე აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერ შედგება. შეთანხმება თუ ვერ შედგება, ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება და პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც, ჩემი აზრით, არც ერთი ჩვენი მოქალაქის ინტერესში არ არის, რომელთაც ყოველდღიური ძალიან მძიმე პრობლემები აქვს, იქნება ეს ეკონომიკა თუ პანდემია“, - განაცხადა წერეთელმა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ოპოზიციურ სპექტრში არის განწყობა იმისა, რომ შეთანხმება მოხდეს.

„ახლა სიტყვა არის ხელისუფლებაზე. თუ ისინი გააგრძელებენ ასეთ პოზას, რომ ჩვენ არაფერს არ მივიღებთ, არაფერს არ დავთმობთ, არანაირი კომპრომისი არ იქნება, არ ვისაუბრებთ ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტიკურ პატიმრებზეო, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ძალიან ნეგატიური გაგრძელება აქვს და ამით ზიანდება ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

იხილეთ ვიდეო:გიგი წერეთელი - დარწმუნებული ვარ, დანიელსონი საქართველოში უიმედობის განცდით არ ჩამოვა, როგორც ჩანს, გარკვეული შეთავაზებები მასაც აქვს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს