30 ახალგაზრდულ ორგანიზაციას კოვიდ უსაფრთხოების აღჭურვილობა გადაეცა

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, 30 ახალგაზრდულ ორგანიზაციას ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ „PARTICIPATION MATTERS”-ის ფარგლებში შეძენილი კოვიდ უსაფრთხოების აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი “Participation Matters” მიზნად ისახავდა პროექტ „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ მონაწილე 30 ორგანიზაციის 90 წარმომადგენლის ციფრული უნარების გაუმჯობესებას, მათი კომპეტენციების ამაღლებას და ონლაინ ინსტრუმენტების ფლობის უზრუნველყოფას ციფრული მუშაობის სრულყოფისათვის, ასევე პირისპირი აქტივობების უსაფრთხო განხორციელებისათვის, კოვიდ უსაფრთხოების აღჭურვილობის გადაცემას.

„კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული არასტაბილური სიტუაციის გამო ახალგაზრდებისათვის პირისპირი აქტივობების განხორციელება საფრთხის შემცველია და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები უმეტესად საქმიანობას აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში, რაც მოითხოვს ციფრული უნარების ფლობას, ამის უზრუნველსაყოფად ევროპის კავშირის დაფინანსებით დავიწყეთ პროექტი “PARTICIPATION MATTERS”, რომლის ფარგლებში ონლაინ სამუშაო შეხვედრები ციფრული ხელსაწყოების შესახებ ჩვენი პროექტის “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“-ს მონაწილე 30 ორგანიზაციის 90 წარმომადგენელს ჩაუტარდა, ამის პარალელურად კი 30 ახალგაზრდულ ორგანიზაციას ეტაპობრივად გადავეცით პროექტის ფარგლებში შეძენილი კოვიდ უსაფრთხოების ინვენტარი, რათა პირისპირი აქტივობების განხორციელებისას მაქსიმალურად შეძლონ უსაფრთხოების დაცვა“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო წულაიამ.

“საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს” ცნობით, პროექტი სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის "COVID-19" - ის სქემით და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რათა შემსუბუქდეს “COVID-19”ის გავლენა რეგიონში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს