სოზარ სუბარი - ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, პარლამენტში შევიდნენ - არ მესმის, გაჯიუტება რაში ჯდება და რა პოლიტიკაა

მსოფლიოში, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა სხვა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, საპარლამენტო მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ - არ მესმის, ასეთ დროს გაჯიუტება რაში ჯდება და რა პოლიტიკაა, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა გააკეთა.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის მყარი და უცვლელი.

„მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, თუკი არჩევნები გაყალბდა. დღეს არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობენ, რადგან ცხადია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ამას აღიარებს ჩვენი ყველა პარტნიორი, სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამან დაკარგა აზრი და რის საფუძველზე არ შემოდიან პარლამენტში?! რაც შეეხება პატიმრებს, ნიკა მელიას გათავისუფლება ერთი წუთის საქმეა და გასაღები პირადად მის ხელშია. გადაიხდის გირაოს და გამოვა გარეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა