გიგი წერეთლი საარჩევნო ბარიერის დაწევაზე - ამით ოპოზიციის პარლამენტში შეტყუება ვერ მოხდება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის საკითხით ოპოზიციის „პარლამენტში შეტყუება ვერ მოხდება“.

„ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მიმართულია პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისკენ და გაუმჯობესებისკენ, კარგია.

ვფიქრობ, რომ ბარიერის დაწევა ამ მხრივაც არის კარგი. ეს არ არის ახალი საკითხი, მუდმივად არის ამაზე საუბარი, მაგრამ როგორ მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა პარლამენტში მაშინ, როდესაც დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ არის, ეს არის მთავარი თემა. ამით პარლამენტში ვერ მოხდება ოპოზიციის შეტყუება, რომელსაც თავისი შეხედულებები გაცხადებული აქვს და ეს ეფუძნება პირველ რიგში იმას, რომ შეთანხმება მოხდეს. მხოლოდ შეთანხმების გარკვეული წინსვლის შემდეგ შესაძლებელია პარლამენტში შესვლა”, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევა იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა