გიორგი ვაშაძე - რაც არ უნდა თქვას თალაკვაძემ და კობახიძემ, ყველამ კარგად იცის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არის რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხი, ამის გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებისა, პოლიტიკურ მხარეებს შორის არცერთი შეხვედრა პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვის გარეშე არ გაიმართება.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგში ეს საკითხებიცაა და მათ გარეშე შეთანხმება ვერ შედგება.

„ვწუხვარ, რომ პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ „წითელი ხაზებით“ საუბრობს. ეს ძალიან კარგად მიუთითებს მათ მზაობას შეთანმხება-კონსენსუსთან დაკავშირებთ. რაც არ უნდა თქვას არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ, ყველამ კარგად იცის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არის როგორც რიგგარეშე არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი. ამ ორივე თემაზე აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება. ამ პუნქტების გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს. ის დესტრუქციული ნაბიჯები, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მიუთითებს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია და ქვეყნის განვითარება კი არ აწუხებთ, არამედ მათ აწუხებთ ძალაუფლების შენარჩუნება და ქვეყნის ძარცვა.

რაც არ უნდა იძახონ მათ, ვერ იქნება ვერც ერთი შეხვედრა პოლიტპატიმრებისა და რიგგარშე არჩევნების საკითხის გარეშე. ეს განრიგი განსაზღვრულია შარლ მიშელის ვიზიტის დროს და ამ განრიგს ხელი მოაწერა მათმა პრემიერ-მინისტრმა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ პოზიციებს არც მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში გადახედავს. როგორც თალაკვაძემ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ხელისუფლება არ აპირებს, საკუთარი მხარდამჭერების არჩევანი გადაყაროს და ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნას დაეთანხმოს.

იხილეტ ვიდეო:გიორგი ვაშაძე - შარლ მიშელის დოკუმენტში არის რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხი, ამის გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო