კარლ ჰარცელი - ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა

ახლა ყველა მხარის მიერ ხანგრძლივი და აქტიური ფიქრის დროა საწყის პოზიციებთან დაკავშირებით, რათა მხარეებმა ნახონ, არის თუ არა შესაძლებელი, იყვნენ ფართო შეთანხმების ნაწილი,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ იქნება გულწრფელი სურვილი ყველა მხრიდან, რათა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები მისაღები შედეგისკენ.

„ახლა ყველა მხარის მიერ ხანგრძლივი და აქტიური ფიქრის დროა საწყის პოზიციებთან დაკავშირებით, რათა მხარეებმა ნახონ, არის თუ არა შესაძლებელი, იყვნენ ფართო შეთანხმების ნაწილი. მინდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია და ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა.

ვფიქრობ, რომ არის შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ იქნება გულწრფელი სურვილი ყველა მხრიდან, რათა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები მისაღები შედეგისკენ,“- განაცხადა ჰარცელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო