27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე დასკვნა 29 მარტს გახდება ცნობილი

27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საკითხზე დასკვნა 29 მარტს გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, კვლევა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მიმდინარეობს, „საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეებს დარწმუნებით ეცნობოს, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა“.

„არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირდაპირი გამომწვევი მიზეზად შესაძლებელია არ დასახელდეს ვაქცინა. ჩვენ ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას. ორშაბათს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი, როგორც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა“,- აცხადებს ტიკარაძე.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე დასკვნა 29 მარტს გახდება ცნობილი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს