გიორგი ვაშაძე - მედიატორები უშუალო საუბარში ამბობდნენ, იმდენად დესტრუქციულად იქცეოდა „ქართული ოცნება“, რომ მათთან რამე საკითხზე შეთანხმება შეუძლებელი იყო

მოლაპარაკება აზრს არ დაკარგავს იქ, სადაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები სხედან მედიაციის თვალსაზრისით. ამიტომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მზად ვარ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე მონაწილეობა მივიღო,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკუთარ გუნდთან ერთად მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე მმართველ გუნდს „შეთანხმებისა და კომპრომისისთვის მზაობას“ დაახვედრებს.

„ევროკავშირმა დაინახა, რომ მათი ცოტა ლმობიერი მიდგომა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით არასწორია. მედიაცია ნიშნავს საკმაოდ მკაფიო პოზიციების დაფიქსირებას. მეორე რაუნდი თუ გაიმართება, უფრო კონკრეტული იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენამდე დოკუმენტი და რამე ისეთი წინადადება, რაც ოპოზიციის მხრიდან რაციონალურად განსახილველი იქნებოდა, არ მოსულა. თვითონ მედიატორები უშუალო საუბარში ამბობდნენ, რომ იმდენად დესტრუქციულად იქცეოდა „ქართული ოცნება“, მათთან რამე საკითხზე შეთანხმება შეუძლებელი იყო“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება არჩევნებზე ბარიერის დაწევის საკითხს, ვაშაძე ბარიერის 2-3%-მდე შემცირებას ემხრობა, თუმცა ამბობს, რომ ბუნებრივი ბარიერს მისი პარტია მხარს არ უჭერს.

„ბარიერის დაწევას ვემხრობით. თუმცა ბუნებრივ ბარიერს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვემხრობით. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ბარიერი 2-3% უნდა იყოს. თუ შეთანხმება არ შედგა, ცალკე აღებული ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ შეთანხმება პრინციპულია არა ბარიერთან მიმართებით, არამედ არჩევნები ფუნდამენტურადაა გასასწორებელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა