სოზარ სუბარი - სასამართლოში შეიძლება გავლენიანი ჯგუფი არსებობს, მაგრამ მთავარია, რომ სასამართლო დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან

სასამართლოში შეიძლება გავლენიანი ჯგუფი არსებობს, მაგრამ მთავარია, რომ სასამართლო დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან - მოსამართლეებს აქვთ თუ არა გავლენები ერთმანეთზე, ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რეფორმა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, ყველაფერს დაალაგებს, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტში, "ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

პარლამენტში წარდგენილ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებზე საუბრისას სუბარმა აღნიშნა, რომ ეს არის რეფორმა, რომლითაც გათვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციების და ვენეციის კომისიის ხედვები.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი დიდი მიღწევა სასამართლო რეფორმაა, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ჩვენი ოპონენტები სასამართლო სისტემაზე. ფაქტები შემდეგზე მეტყველებს - მნიშვნელოვნად შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. თუ მანამდე წელიწადში 600-800 საჩივარი მიდიოდა, ახლა არის 80-დან 120-მდე. ძალიან სერიოზულად მოიმატა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ, მაშინ როცა მაგალითად, 2008 წელს სასამართლოებში განხილულ 18 ათასი სისხლის სამართლის საქმიდან, ერთადერთი გამამართლებელი განაჩენი დადგა. ფრანგულმა "იფსოსმა" გამოკითხვებით გამოავლინა, რომ საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში. ამის მიუხედავად, არსად მსოფლიოში და არც საქართველოში უხარვეზო სასამართლო არ არსებობს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყველა მოსამართლე მოსწონთ. არაერთი მოსამართლე შემიძლია ჩამოვთვალო ვინც არ მომწონს, მაგრამ სწორედ იმიტომ არიან და ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ მოსწონს სოზარს. სწორედ სასამართლო სისტემის ყველაზე დიდი კრიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ არც ერთი მოსამართლისთვის ხელი არ გვეხლო და ყველა უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მიგვეცა. როცა ეს გავაკეთეთ, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი კრიტიკოსები გახდნენ, თუ რატომ დავტოვეთ მოსამართლები და რატომ მივეცით ყველა უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა