თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საბერძნეთის რესპუბლიკის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის,ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით საბერძნეთის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი, ონლაინ საზეიმო სხდომა გაიმართა.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში დავით დონდუა, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი თინა დოლიძე, აკადემიკოსი, თსუ ემერიტუსი პროფესორი რისმაგ გორდეზიანი, მოწვეული სტუმრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენი ქვეყანაც შეუერთდა იმ ქალაქების რიგს, სადაც საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლისთავი აღინიშნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსზე საბერძნეთის დროშა გადმოიფინა. ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს საბერძნეთთან, განსაკუთრებით ჩვენს უნივერსიტეტს. უკვე 103 წელია, რაც თსუ-ში კლასიკური ფილოლოგიის კათედრა ჩამოყალიბდა. დიდი ყურადღება ეთმობა ელინოლოგიის მიმართულებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. განსაკუთრებით გამოვყოფდი 1997 წელს, როდესაც რისმაგ გორდეზიანის თაოსნობითა და ბერძნული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღეს არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში ელინოლოგიის გამორჩეულ კერად არის აღიარებული“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს მიესალმა და ბერძენ ხალხს წარმატება და კეთილდღეობა უსურვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა. „მიზანმიმართულ სწრაფვას თავისუფლებისკენ მოჰყვა თანამედროვე ბერძნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რაც ნათლად მეტყველებს სიმტკიცესა და ერთიანობაზე. ძალიან საამაყოა, რომ ათენსა და საქართველოს ათასწლეულების განმავლობაში აკავშირებთ ცივილიზაციული ერთობა და სოლიდარობა. განათლება და მეცნიერება არის ის წარმატებული სფეროები, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ორი ქვეყნის ურთიერთობებში,“ - განაცხადა დავით ზალკანიანმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში დავით დონდუამ, ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტიუტს, როგორც ბერძნულ სამყაროსთან კულტურული და სოციალური კავშირის დამყარებელთან.

„ჩვენს ქვეყანაზე ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა ბერძნულ სამყაროს. საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და თავისი საელჩო გახსნა თბილისში. ჩვენი პირველი დიპლომატიური მისიაც სწორედ ათენში დავაფუძნეთ. ჩვენ, საელჩოს წარმომადგენლები ვცდილობთ კიდევ უფრო გავაღმავოთ და განვავითაროთ თანამშროლობა, ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით კავშირების გაღმავებას,“ - აღნიშნა დავით დუნდუამ.

საზეიმო სხდომაზე წარმოდგენილი იყო ბერძნული სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებული მოხსენება, ასევე სტუდენტებმა პირველად წარმოადგინეს ქართველი ახალგაზრდების ორი საუკუნის წინანდელი მხარდაჭერის წერილი ბერძენი აჯანყებულებისადმი. ღონისძიების ბოლოს, სტუდენტთა ესსეების კონკურსის „დაწერე ქართულად ბერძნული სიტყვებით“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

„განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ასეთი უნივერსიტეტი და ინსტიტუტი არის ორგანიზატორი და ინიციატორი ამ ღონისძიების, რომელიც ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის 200 წისთავს ეძღვნება. მართლაც, საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობა მრავალ ათასწლეულებს ითვლის. ჩვენი კავშირები არის ძალიან მყარი. დღევანდელი ღონისძიება ძალიან დიდი საჩუქარია ბერძენი ხალხისთვის და დაპირებაა მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების“, - განაცხადა საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა.

2021 წელს, საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლისთავთან დაკავშირებით თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი რამდენიმე ღონისძიებების და პუბლიკაციათა ციკლს ჩაატარებს.

ღონისძიების ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა საბერძნეთის დროშის ფერებში განათდა, თსუ-ს პირველი კორპუსის ცენტრალურ შესასვლელთან გადმოიფინა თარიღისადმი მიძღვნილი დროშები, რამდენიმე ქართულ ტელეარხზე გავა თსუ-ს მხარდაჭერით შექმნილი სამეცნიერო პოპულარული ფილმი „4000“, რომელიც ბერძნულ-ქართული ურთიერთობის ათასწლეულებს ეძღვნება.

ინფორმაციას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე