საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის (NATO SNGP) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს აპარატის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სამხედრო-სამოქალაქო თანმშრომლობის ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.

„უახლოეს მომავალში იგეგმება ნატოს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი საქართველოში ქართველ ტრენერთა მომზადების მიზნით. ასევე, დაიგეგმა ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთობლივი სწავლებები საგანგებო სიტუაციების დროს სამხედრო სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი რომან ჯოხაძე და საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე ლევან გუგენიშვილი. შეხვედრაზე, ასევე, იმყოფებოდა ნატო-ს ექსპერტი პიტერ კოს-კლაესონი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო