ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდემიოლოგებმა შეიძლება მესამე ტალღის დასაწყისი ოფიციალურად გამოაცხადონ - ქვეყანა იმყოფება ფაზაში, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია

ეპიდემიოლოგებმა შეიძლება მესამე ტალღის დასაწყისი ოფიციალურად გამოაცხადონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანა იმ ფაზაში იმყოფება, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია. აქ მნიშვნელოვანია, ერთობლივი ღონისძიებები გატარდეს - ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული გამართვა, ასევე ჩვენი მოქალაქეების მოტივირება, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების მხრიდანაა მოწოდებული აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნუ უგუვებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენ ამ ეტაპზე გაგვაჩნია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანა იმყოფება ფაზაში, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს