ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცნობილი ადამიანების ვაქცინაცია „სტრატეგიული კომუნიკაციის“ ნაწილია, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად სანდოა ვაქცინა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცნობილი ადამიანების ვაქცინაცია „სტრატეგიული კომუნიკაციის“ ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს თუ რამდენად სანდოა ვაქცინა“.

მინისტრის თქმით, ცნობილი ადამიანების აცრა ვაქცინაციის პოპულარიზაციის გამო ხდება.

„რაც შეეხება 100 ვაქცინას ცნობილი ადამიანებისთვის, ეს არის სტარტეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს ჩვენს მოქალაქეებს, რამდენად სანდოა ვაქცინა. რა თქმა უნდა, ინფორმაცია მიეწოდება ყველა იმ ცნობილ პირს, რომელიც დღეს ვაქცინაციაში საკუთარი ნებით ერთვება. თქვენ იცით, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ისინი ამას აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისთვის და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. არანაირი გამორჩევა იმ ნიშნით, რომ ეს ადამიანები არიან ცნობილი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მათზე განსაკუთრებით ზრუნავს ამ კომპონენტში არ არის ჩადებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოფა.

იხილეთ ვიდეო:ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცნობილი ადამიანების ვაქცინაცია "სტრატეგიული კომუნიკაციის" ნაწილია, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად სანდოა ვაქცინა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო