შპს „თბილისი ენერჯი” ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

შპს „თბილისი ენერჯი” ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2021 წლის 05 აპრილი, 18:00 საათი.

„შესასყიდი ფოლადის მილების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გააჩნდეს გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

ბ) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო–ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;

დ) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია), რომელსაც არ აქვს გასული შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა;

ე) გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა;

ვ) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, შესყიდვების სამსახური, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2021 წლის 05 აპრილი, 18:00 საათი.

სატენდერო განაცხადების კონვერტები სავარაუდოდ გაიხსნება 2021 წლის 06 აპრილს (პოტენციურ მიმწოდებლებს კონვერტების გახსნის ზუსტი თარიღი დამატებით ეცნობებათ), შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jaba.tsitsishvili@te.ge

იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო