კობა გვენეტაძემ გაეროს გლობალური შეთანხმების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

25-26 მარტს, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია "ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან დაკავშირებული თემები განიხილეს. მათ შორის მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და სხვ.

კონფერენციაზე კობა გვენეტაძემ მდგრადი დაფინანსების შესახებ ისაუბრა.

"მზარდი გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების პირობებში, მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების ისეთი პროექტებისკენ წარმართვა, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება. ამ პროცესში ცენტრალური ბანკების ჩართულობა არსებითია. დღევანდელ მსოფლიოში, მდგრადი დაფინანსების საკითხებზე მუშაობა არჩევანი აღარ არის, ის უკვე აუცილებლობაა. ამიტომ, მეამაყება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკმა დროულად - ჯერ კიდევ 2017 წლიდან - აუწყო ფეხი ამ მიმართულებას და დღეს პირველი ცენტრალური ბანკია რეგიონში, რომელმაც, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

„გლობალურ კონფერენციაში, რომელსაც საქართველომ პირველად უმასპინძლა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საფინანსო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინის, პოლონეთის, თურქეთისა და ბელარუსის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს