საქართველოში არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის წინააღმდეგ ღონისძიებები გატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით თევზსაჭერი გემების ავტორიზაციის რეფორმა გატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული რეფორმის მიზანი უკანონო, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„რეფორმის ფარგლებში, პირველად განხორციელდა უცხო სახელმწიფოს საზღვაო ტერიტორიაზე საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემის ავტორიზაცია.

აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოს დროშის ქვეშ უცხო სახელმწიფოების საზღვაო სივრცეში მცურავი თევზსაჭერი გემების ავტორიზაცია არ ხდებოდა. უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ გატარებული რეფორმა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე ლეგალური თევზჭერის საერთაშორისო სტანდარტების დაცვისთვის.

აღნიშნული რეფორმის გატარებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით თევზჭერასთან დაკავშირებით განსაზღვრულ ვალდებულებებს ასრულებს“, - ნათქვანია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო