ხათუნა ზახაშვილი - უსიმპტომო კოვიდის დროს, ვაქცინაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას, შესაძლებელია აცრა და ასეთ ადამიანებში ჩამოყალიბდება კარგი იმუნიტეტი

კოვიდის ვაქცინა არ არის უკუჩვენება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის ინფიცირებული კოვიდით და იმყოფება ინკუბაციურ პერიოდში, ანუ, კლინიკური ნიშნები არ აქვს მას გამოხატული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განმარტა.

როგორც ზახაშვილმა განაცხადა, კოვიდის უსიმპტომოდ მიმდინარეობისას აცრა შესაძლებელია და ასეთ ადამიანებში ჩამოყალიბდება კარგი იმუნიტეტი. მისივე თქმით, ვაქცინა ვერ დაამძიმებს კოვიდის მიმდინარეობას, თუნდაც მისი კლინიკური ნიშნები გაჩნდეს მოგვიანებით.

„კლინიკური ნიშნის გამოხატვისას, მისი გამოვლენა და აღმოჩენა შესაძლებელია სამედიცინო პერსონალის მიერ იმ კითხვარით და მათი ცოდნის შესაბამისად, რომელიც გააჩნია ჩვენს პერსონალს, შეიძინა, ჰქონდა და კიდევ უფრო გაიღრმავა კოვიდის ნიშნების ამოცნობაში და მერწმუნეთ, თუ ადამიანს აქვს კოვიდინფიცირება და მას აქვს დაწყებული რაიმე კლინიკური ნიშანი, ჩვენი სამედიცინო პერსონალი შეძლებს მის იდენტიფიკაციას. მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება იყოს უსიმპტომო კოვიდი, რაც რეალურად, მართლაც იშვიათი მოვლენაა და არ არის ისე გახშირებული. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ხშირი მოვლენაა. უსიმპტომო კოვიდის დროს, აცრა არ წარმოადგენს უკუჩვენებას, შესაძლებელია აცრა და ასეთ ადამიანებში ჩამოყალიბდება კარგი, ნორმალური იმუნიტეტი, ხოლო კოვიდის ვაქცინა ვერ დაამძიმებს თვითონ დაავადება კოვიდის მიმდინარეობას, თუნდაც მისი კლინიკური ნიშნები გაჩნდეს მოგვიანებით, რადგან არც ერთი ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ჯერჯერობით მთელს მსოფლიოში კოვიდის წინააღმდეგ, არ შეიცავს კორონავირუსის ცოცხალ ეგზემპლარებს, შესაბამისად, მათ უბრალოდ არ შეუძლია გამოიწვიონ კოვიდის კლინიკური ნიშნები ან კოვიდით დაავადება,“- განაცხადა ზახაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ხათუნა ზახაშვილი - უსიმპტომო კოვიდის დროს ვაქცინაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას, აცრა შესაძლებელია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა