ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას" ვაქცინით პარლამენტის „ქართული ოცნების" დეპუტატი ზაალ მიქელაძე აიცრა. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰემოდიალიზის განყოფილება დაათვალიერა, რომელიც უახლესი თაობის აპარატურითაა აღჭურვილი. მინისტრის განცხადებით, ახალი განყოფილება საშუალებას იძლევა პაციენტებს ჩაუტარდეს ჰემოდიაფილტრაცია და გახანგრძლივებული ჰემოდიალიზი.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ ახალი ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც სრულად აღჭურვილია უკანასკნელი თაობის აპარატურით, რაც პაციენტების სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა. საჭირო ინვენტარისა და აპარატურის შეძენა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოხდა.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჯანდაცვის სისტემისთვის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მოსახლეობას დიდი დახმარება გაუწია. ადგილზე ჰემოდიალიზის განყოფილებაც დავათვალიერეთ, რომელიც 56 პაციენტს მოემსახურება. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამედროვე ლაბორატორიაა, რაც პაციენტების სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

150 000 ევროს ღირებულების ჰემოდიალიზის აპარატურისა და საწოლების შეძენა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოხდა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო