რუხსა და გორში ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეების ვაქცინაციისთვის სპეციალური სივრცე მზადდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუხსა და გორში ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეების ვაქცინაციისთვის სპეციალური სივრცე მზადდება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აფხაზეთთან რუტინული ვაქცინაციების მიწოდებასთან დაკავშირებით გამოცდილება აქვს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ვაქცინაციის საკითხი საკოორდინაციო საბჭოზეც იქნა განხილული. თუ აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანები მოისურვებენ ვაქცინაციას, ამისთვის რუხის კლინიკა სპეციალურად მზადდება, ან თუ „სამხრეთ ოსეთიდან“ გადმოვლენ, გორშიც შეიძლება ვაქცინაცია. სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს. აფხაზეთთან ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არსებობს. რუტინული ვაქცინების დიდი ნაწილი მიეწოდება აფხაზეთს სწორედ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ასევე შიდსის, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ეს ურთიერთობის ფორმა არსებობს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს, მათ სურვილის შემთხვევაში ვაქცინაცია უპრობლემოდ შეეძლებათ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საკითხის განხილვა სამინისტროში არსებულ იმუნიზაციის საბჭოზე განიხილება.

„ეს დიდი პრობლემა არ არის, იყო რამდენიმე ასეთ ქართველ პიროვნებაზე საუბარი. სამინისტროში არის იმუნიზაციის საბჭო და ვფიქრობ, ეს საკითხი დადგება და განიხილება. მე ვერ ვხედავ აქ პრობლემას, ერთეული ადამიანები არიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საკითხს 828-ე დადგენილება არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, დამტკიცებული იმუნიზაციის პროგრამის მოსარგებლეები არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

იხილეთ ვიდეო: რუხსა და გორში ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეების ვაქცინაციისთვის სპეციალური სივრცე მზადდება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს