თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით მაღალი აქტივობა იყო, გარკვეული შეფერხებებია, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია 15 22-ზე შექმნილ ტექნიკურ ხარვეზს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცხელ ხაზზე გარკვეული შეფერხებები 15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარებმა და ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციის მსურველების მაღალმა აქტივობამ გამოიწვია.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, „ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები თბილისში პრაქტიკულად შეივსო.

„ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით მაღალი აქტივობა იყო, 15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარი შემოვიდა. მოლოდინის პერიოდი სხვა დროსთან შედარებით ხანგრძლივი იყო და სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული შეფერხებები. ჩვენ ვმუშაობთ , როგორც ტექნიკურ ჯგუფთან, ისე “სილქნეტთან”, რათა მოქალაქეებმა პასუხი სწრაფად მიიღონ.

„ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში. ადგილები არის ქუთაისსა და ბათუმში. ველოდებით შევსებას, რომ ზუსტად ვიცოდეთ „ფაიზერის“ რამდენი დოზა დარჩება. მას შემდეგ რაც ყველაფერი შეივსება, დაახლოებით 3 000 დოზამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში, კიდევ გაიხსნება დამატებითი დრო, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა. ადგილები, რომლებიც ახლა არის გამოყოფილი 14 აპრილამდე პერიოდშია. 6 კლინიკაში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდება შესაძლოა სამუშაო საათები გახანგრძლივდეს და მალევე მოხდეს იმ დოზების ასახვა, რომელიც მარაგში იქნება. ეს მას შემდეგ გვეცოდინება რაც ქუთაისის და ბათუმის რეზერვები ამოიწურება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა