დავით ზალკალიანსა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შორის, რომელიც მარტის ბოლოს საქართველოში მისიას ასრულებს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა UNDP-ისა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალმხრივი მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული მმართველობის, კრიზისის პრევენციისა და მისი შემდგომი რეაბილიტაციის და გარემოსდაცვით სფეროებს.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციისა და მათი განხორციელების ხელშეწყობის კუთხით, UNDP-ის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.

მხარეებმა ისაუბრეს UNDP-ის ქვეყნის დოკუმენტის თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს 2021-25 წწ., საქართველოსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობის გეგმას და მიზნად ისახავს საქართველოში ევროინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მხარდაჭერას.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა