ირაკლი ზარქუა - ნიკა მელიამ ჯარიმა გადაიხადოს და გამოვიდეს, ამით ყველა უხერხულობას მოხსნის, რომელიც შეექმნა მათ შორის ფასილიტატორებს და სხვათაშორის, ოპოზიციასაც

ითქვა როგორც ევროპარლამენტიდან, ასევე სენატიდან, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და სამართლიანი, ეს უკვე არის იმის გარანტია მინიმუმ, რომ დენიელსონს თავის (დოკუმენტში საკითხების) ჩამონათვალში ვადამდელი არჩევნები არ ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში კრისტიან დენიელსონის დაანონსებულ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ნებისმიერ ჩართულობას მიესალმება.

„ცუდია, რომ დაგვჭირდა მეგობარი ქვეყნების შეწუხება, რომ ერთმანეთში შევჯერდეთ და შევთანხმდეთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბატონი დანიელსონი, თუ ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, ნათლად ექნება გააზრებული და დარწმუნებულიც იქნება იმაში, რომ როგორც ევროპარლამენტიდან იყო მოწოდება, მათ შორის სენატიდან, რომ ჩვენ ცალსახად ვემხრობით ეუთო/ოდირის დასკვნას, ითქვა როგორც ევროპარლამენტიდან ასევე სენატიდან, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, სამართლიანი და ფუნდამენტური უფლება იყო დაცული, ეს უკვე არის იმის გარანტია მინიმუმ, რომ დანიელსონს თავის ჩამონათვალში, თუ რამე აქვს ასეთი, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჰქონდეს,"- აღნიშნა ზარქუამ.

რაც შეეხება მელიას გათავისუფლების საკითხს, ზარქუა არ უარყოფს, რომ მელიას დაპატიმრებით გარკვეული უხერხულობა შეიქმნა, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ უხერხულობის მოსახსნელად, მელიამ გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს და ასე გათავისუფლდეს.

„სენატიდან იყო გახმოვანებული, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობას ივანიშვილთან თუ ივანიშვილის გარეშე ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებიდან არ გადაუხვევია და ასევე, ცალსახად ითქვა, რომ მელიამ დაარღვია კანონი, კი უხერხულობა იყო და ამას ჩვენც ვამბობდით, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვიყენებდით თავს, მაგრამ ითქვა, რომ კანონი დაარღვია და შესაბამისად, არის იქ, სადაც არის. დღესაც თავისუფალია ბატონი მელია, ის ჯარიმა გადაიხადოს და გამოვიდეს, ამით ყველა უხერხულობას მოხსნის, რომელიც შეექმნა მათ შორის ფასილიტატორებს, შუამავლებს და სხვათაშორის, ოპოზიციასაც“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისათვის, „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება, მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებულ პოზიციებს არ გადახედავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა